print

საჰაერო ტრანსპორტი

www.batumiairport.com 

საზღვაო ტრანსპორტი

www.batumiport.com 

სარკინიგზო ტრანსპორტი

www.railway.ge

საგზაო ტრანსპორტი

www.georoad.ge

გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისტორიულად, საქართველო ითვლებოდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო  ტერიტორიად. სამხრეთ კავკასია ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმოკლეს მარშრუტია და საერთაშორისო გადაზიდვისთვის ძალიან მოსახერხებელია. საქართველო თავისი სტრატეგიული მდებარეობით ქმნის ბუნებრივ ლოგისტიკურ ხიდს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის.

 

იდეალური პირობების გათვალისწინებით, ლოჯისტიკის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნეს სექტორია აჭარაში. აჭარის სტრატეგიული მდებარეობა ქმნის ბუნებრივ ლოჯისტიკურ ხიდს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის. აჭარა გთავაზობთ ოპტიმალურ მარშრუტს სწრაფი, საიმედო და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

აჭარის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.  ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტ-ექსპორტი ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურისა და ბათუმი-სტამბულის გზატკეცილის საშუალებით ხორციელდება.