print

აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია ბათუმი - ლამაზი, მწვანე სანაპიროს მქონე ქალაქი, რომელსაც ადამიანებისათვის ახალი შთაგონებები და შთაბეჭდილებები მოაქვს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესში.

ეკონომიკური ზრდის ტემპებიდან გამომდინარე ბათუმში ინვესტორთა მასიური შემოდინებაა. ბათუმში წარმატებული ბიზნესის საფუძველია: ეკონომიკური ზრდის, ბიზნესზე ორიენტირებული კანონმდებლობის, ლიბერალური საგადასახადო კოდექსის, ინვესტორთა დაცვის მყარი სამართლებრივი მექანიზმების კომბინაცია. სამუშაო ძალის მაღალ კვალიფიკაციაზე აქცენტირებით, ბათუმი ასრულებს გლობალური მომსახურების პლატფორმის როლს, რაც სულ უფრო მნიშნველოვანი ხდება დიდი საერთაშორისო კომპანიებისათვის.    

დღეს დღეისობით ჩვენ ვდგავართ საერთაშორისო პოზიციების გამყარების გამოწვევის წინაშე, შესაბამისად ძირეულად ვანახლებთ სამართლებრივ გარემოს, ფინანსურ და საგადასახადო სისტემას; ხელს ვუწყობთ ინვესტირებას სტრატეგიულ მიმართულებებში, ვახორციელებთ განათლების სისტემის ტრანსფორმაციას, ვხსნით საერთაშორისო ბაზრებს ადგილობრივი პროდუქციისათვის და ვაძლიერებთ რეგიონში ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს.

 

 

აჭარაში ინვესტიციების განხორციელების უპირატესობები 

სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა 

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხხმება 

ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი გარემო

დაბალი გადასახადები და შეღავათები

ლიბერალური კანონმდებლობა