print

ტურისტების 80 % ბრუნდება აჭარაში 

საქართველოს ნომერ პირველი ტურისტული მიმართულება. 

აჭარა გთავაზობთ სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებებს თქვენი სიამოვნებისათვის: თავგადასავლები, ბუნებრივი სილამაზე, წინაპრების ისტორია, კულტურა და კოსმოპოლიტური ცხოვრების წესი.


აჭარამ განიცადა სერიოზული ცვლილებები და რეფორმები, რამაც გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით მისი იმიჯის და საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სტუმარმასპინძლობის ბაზარი აჭარაში სწრაფად ვითარდება, რადგან უცხოელი ვიზიტორების, ბიზნესმენების და დელაგაციების გაზრდილი ნაკადი იწვევს მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ქსელების შემოსვლას

ბოლო წლებში აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება და რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. აჭარამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სტუმართმოყვარეობისთვის მიმზიდველი ადგილი. აჭარაში სტუმართმოყვარეობის სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, რადგან საერთაშორისო ვიზიტორების, ბიზნესმენებისა და დელეგაციების ნაკადის ზრდა იწვევს ცნობილ საერთაშორისო სასტუმრო ქსელების შემოსვლას რეგიონში. აჭარა არის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება თბილისის შემდეგ, რომელიც გასულ წელს 2.1 მილიონმა ვიზიტორმა მოინახულა.

  • ტურიზმი აჭარის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია, რომელსაც მაღალი პოტენციალი გააჩნია ეკონომიკაში 
  • მრავალფეროვანი ბუნება ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გვთავაზობს მთელი წლის განმავლობაში.
  • სტუმარმასპინძლობის სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა
  • აჭარაში წარმოდგენილი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები
  • რეგიონის ინტენსიური რეკლამირება, როგორც ტურისტული მიმართულების, რომელიც აქტიურია მთელი წლის განმავლობაში
  • არ არის საჭირო ლიცენზია ტურისტულ სექტორში კომპანიის ოპერირებისთვის
  • არ არის სალიცენზიო გადასახადი კაზინოების გასახსნელად სასტუმროებში ასზე მეტი ნომრით

 

   


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური პორტალი