print share

პროექტის მიზანია თანამედროვე, ეფექტური და კონკურენტუნარიანი საკურორტო ზონის შექმნა და განვითარება მაღალმთიან აჭარაში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შესთავაზებს თავის მომსახურებას დამსვენებლებს. გოდერძის უღელტეხილი,რომელიც გამოირჩევა თავისი სტუმართმოყვარეობით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია რეგიონში დამსვენებლებისთვის დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ველური, ხელუხლებელი ბუნება, ტყიანი მთები  ქმნის შესანიშნავ პეიზაჟებს როგორც ზამთარში  ასევე ზაფხულშიც. ის ასევე განუმეორებელია შემოდგომის ფერებშიც.

ამჟამად 21 სასტუმრო შენდება კურორტზე. 

გოდერძის უღელტეხილის ძირითადი მაჩვენებლები:

  • მდებარეობს ბათუმიდან 2საათის სავალ მანძილზე(100 კმ)
  • მაქსიმალური სიმაღლე - 2 500 მ ზღვის დონიდან. მოქმედია წლის ნებისმიერ დროს
  • დათოვლილია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით
  • 633 ჰექტარი ფართობი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
  • დაახლოებით 150 ჰექტარი სასრიალო ტრასა
  • მაქსიმალური დატვირთვა:  7 000 მოთხილამურე
  • საუკეთესო ადგილი დამწყები და გამოცდილი მოთხილამურეებისათვის
  • ველური ბუნება, სუფთა ჰაერი და  განუმეორებელ პეიზაჟები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს დამსვენებლებზე
  • შესანიშნავი ლანდშაფტი იძლევა საზაფხულო ტურიზმის განვითარების საშუალებას, როგორიცაა: ველოსპორტი, ცხენით ჯირითი და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება
  • მდგრადი და კარგად ინტეგრირებულია ბუნებრივ გარემოსთან
  • საერთაშორისო კომპანიის -HOK Planning Group (Austria) მიერ შემუშავებულია განვითარების გეგმა. გეგმა მიზნად ისახავს  ხელი შეუწყოს საკურორტო ზონის განვითარებას, რომელიც იფუნქციონირებს წლის ნებისმიერ დროს. 

პრომო ვიდეო


გადმოტვირთე PDF ბროშურა - Goderdzi Resort