21-09-2018 0
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უკრაინის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას უკრაინასა და საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოების, სოლიდური საბანკო დაწესებულებების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და უკრაინული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებმა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებზე, კანონმდებლობაზე და აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტულიო პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაციის ნახვის საშუალება მიეცათ. მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.